პოლიტიკა

საფრანგეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები სომეხი ტყვეების განთავისუფლებას ითხოვენ

არაერთმა ფრანგულმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ მოუწოდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე საფრანგეთს  გამოიყენოს მთელი თავისი ძალა სომხეთის სამხედრო ტყვეების განთავისუფლების შუამავლობისთვის, იუწყება Le Point-ი.

„თუ ეუთოს ჯგუფმა ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება ან  მსხვერპლთა  დაცვა, მაშინ მინიმუმ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების ამ ჰუმანიტარული პუნქტის დაცვა”, – თქვეს ხელმომწერებმა. ისინი შეახსენებენ, რომ 26 თებერვალს პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ იგი დაკავებულებს “ტერორისტებად” მიიჩნევს იმ მიზეზით, რომ მათი დაკავება  მოხდა 9 ნოემბრის შემდეგ.

”აზერბაიჯანის პრეზიდენტი უხეშად არღვევს თავის ვალდებულებებს. ხელმოწერილი დოკუმენტის მიმართ ეს უპატივცემულო დამოკიდებულება არღვევს სომეხი ხალხის იმედს, რომ დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას წინაპრების მიწაზე, 1915 წლის გენოციდიდან ასი წლის შემდეგ. ეს მხოლოდ შეიძლება განიმარტოს, როგორც სომხების მიმართ სიძულვილის დამატებითი გამოვლინება. ეს  44 დღიანი სამხედრო აგრესია გახდა  3,500 სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაღპვის და  ათიათასობით პირის იძულებით გადაადგილების მიზეზი ,” – განაცხადეს საფრანგეთის საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნება არის წინაპირობა რეგიონში მშვიდობისა და კანონის უზენაესობის დასამყარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button