
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა ეტაპზე სომხეთი მხარს უჭერს საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანა ლინდესთან პირადი საუბრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამმხრივი განცხადება ითვლება დოკუმენტად, რომლის მიზანია ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების აღდგენა.
”მართალია, იგი შეიცავს გარკვეულ დებულებებს, რომლებიც ეხება მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ არ ეხება მის ძირითად ელემენტებს, რომელთაგან ყველაზე მთავარია არცახის სტატუსის საკითხი, რომელიც დაფუძნებულია არცახელი სომხების თვითგამორკვევის უფლებაზე. კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში”, – თქვა აივაზიანმა.
მისივე თქმით, რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხაზგასმით აღნიშნა მინსკის ჯგუფის ძლიერი თანათავმჯდომარეობის აუცილებლობა.
აივაზიანმა აღნიშნა, რომ მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია არცახში მშვიდობიანი დასახლებების განადგურებაზე, მათ შორის ჰადრუთში, სომეხი მოსახლეობის განადგურებაზე და ამის ნაცვლად აზერბაიჯანული დასახლებების შექმნაზე, ვერ იქნება ხანგრძლივი. მან აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას სწორი და ღირსეული სამართლიანობისთვის.