აზერბაიჯანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად ამცირებს ტყვეთა რაოდენობას. ამის შესახებ ერევანში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანა ლინდესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.
”შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან-ყარაბაღის ომთან, არსებულ ვითარებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული შესაძლო მოვლენებთან კავშირის მქონე სხვადასხვა საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების საკითხებს”, – აღნიშნა მინისტრმა.
”რასაც აზერბაიჯანი აკეთებს, არის არა მხოლოდ ადამიანის ნორმების, არამედ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. პირველი: აზერბაიჯანში ტყვეები და მძევლები უფრო მეტია, ვიდრე ის მიიჩნევს. მეორე: რის საფუძველზე ცდილობს აზერბაიჯანი ტყვეებს უწოდოს ტერორისტები? დასაბუთებისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე გაეცნონ ვინ არიან ისინი, ტერორისტები არიან თუ რიგითი ხალხი, სახალხო გვარდია. რატომ მალავენ ისინი მონაცემებს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ტყვეები უფრო მეტია”, – აღნიშნა დავით ბაბაიანმა.
ბაბაიანმა განაგრძო, თუ რატომ არღვევს აზერბაიჯანი სამმხრივ განცხადებას და “ყველა ყველასთვის” პრინციპს, რადგან აზერბაიჯანში სომხების სიძულვილმა მიაღწია სახელმწიფო პოლიტიკის დონეს. ,,ჩვენ არ ვიცით რა მიზნებს ისახავს ბაქო. შესაძლოა ისინი ცდილობენ დესტაბილიზაცია გაუწიონ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, რადგან ეს საზოგადოებაში არსებულ განწყობას უკავშირდება”.
მისივე თქმით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მოისმინა და ჩაიწერა, რა გაკეთდება, ამას დრო გვიჩვენებს.
კომენტარი გააკეთა რა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის როლზე მოგვარების პროცესში, მინისტრმა მოუწოდა იყოს რეალისტი. ”ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მის მუშაობას, მოქმედ პრეზიდენტებთან შეხვედრებს. ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის, მაგრამ არ შევევედრებით და თავს ვერ დავიმცირებთ. ეს მათ ინტერესებში შედის. აუცილებელია ფორმატის შენარჩუნება, ასეთი შეხვედრების ჩატარება. თანათავმჯდომარე ქვეყნების ყველა ლიდერი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყოველთვის აღნიშნავდნენ მინსკის ჯგუფისა და თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობას”, – განაცხადა დავით ბაბაიანმა.