მთავარიპოლიტიკა

ბუნდესტაგში მწიფდება სერიოზული კორუფციული სკანდალი ბაქოს ქრთამების შესახებ

DW იუწყება, რომ გერმანიის ბუნდესტაგში სერიოზული კორუფციული სკანდალი მწიფდება. რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი შეეცადა პირადი სარგებელი მიეღო აზერბაიჯანთან კავშირის შედეგად. გერმანიის პროკურატურის ყურადღების ცენტრში არიან მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ორი წევრი, აქსელ ფიშერი და მარკ ჰაუპტმანი. ამ უკანასკნელმა სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა 11 მარტს.

აზერბაიჯანთან კორუფციულ კავშირებში ასევე ეჭვმიტანილია ფიშერის და ჰაუპტმანის პარტიის წევრი თომას ბარაისა.

დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული “ხიზილალის დიპლომატია” სახელწოდებით მოხსენების თანახმად, აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაქო ქრთამავდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებას. ქრთამის სახით იყენებდნენ საჩუქრებს, მათ შორის შავ ხიზილალას, ხალიჩებს, ძვირადღირებულ სასმელებს და სამკაულებს.

მოხსენებაში გამოვლენილ იქნენ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრები, როგორიცაა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის  დეპუტატი კარინ შტრენცი. კორუფციის ბრალდებების გამო, 2018 წლის დასაწყისში სტრეცნი აღარ იქნა დანიშნული საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრად, მაგრამ კვლავ პარლამენტის წევრია. იგივე საქმის ფარგლებში ნახსენებია ყოფილი დეპუტატის ედუარდ ლინტნერის სახელიც. რა ინტერესები აქვს აზერბაიჯანს გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების დეპუტატებისთვის საჩუქრების დარიგებით? ”აქ საქმე მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ან ინვესტიციების მოზიდვას არ ეხება. უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანს სურს თავისი იმიჯის გაუმჯობესება”, – აღნიშნა თბილისში ჰაინრიხის ბიოლის ფონდის ხელმძღვანელმა შტეფან მაისტერმა. ”აზერბაიჯანი ცდილობს შექმნას პოზიტიური იმიჯი თავისი ქვეყნისთვის მსოფლიო არენაზე პოტენციური პოლიტიკოსების მხარდაჭერით და ამით დააკანონოს თავისი პოლიტიკური პროგრამები”, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა, წერს Deutsche Welle.

ნახეთ მეტი
Back to top button