კულტურამთავარი

ორი სომეხი კინემატოგრაფისტი ნომინირებულია ოსკარზე

კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ამერიკულმა აკადემიამ გამოაცხადა ,,ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ნომინანტთა სახელები. წელს ჯილდოს მოსაპოვებლად ორი ამერიკელი სომეხი კინემატოგრაფისტი იბრძოლებს. მადლენ შარაფიანი ფილმისთვის “ბუდე” შეთავაზებულია  ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე ნომინაიაში ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.

ჯილდოს მიღება ასევე შეუძლია “იუდა და შავი მესია” ერთ-ერთ პროდიუსერს, სევ ოჰანიანს, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული ექვს კატეგორიაში, მათ შორის “საუკეთესო ფილმი”.

სიუჟეტის თანახმად, კრიმინალი უილიამ ონილი გარიგებას დებს  ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სასჯელი. ხელშეკრულების თანახმად, მას ჩიკაგოში აგზავნიან რადიკალური ორგანიზაციის “შავი ავაზების” საქმიანობის გასაკონტროლებლად და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ რიგებში შესასვლელად.

ნახეთ მეტი
Back to top button