მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ანა ლინდესთან შეხვედრისას აუცილებელი ჩათვალა არცახელი სომხების თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო შვედეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ანა ლინდეს ხელმძღვანელობით.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯერ შედგა პრემიერ-მინისტრის და ანა ლინდეს ცალკეული საუბარი, შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტს სომხეთში, მიულოცა და უსურვა ნაყოფიერი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო მისიაში. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარკვევისა და არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის აუცილებლობას.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მხოლოდ კონსტრუქციული ძალისხმევით და შესაბამისი გარემოს შექმნით იქნება შესაძლებელი სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება რეგიონში, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმდინარე აგრესიული და დესტრუქციული განცხადებები ხელს არ უწყობს ამას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი, ჰუმანიტარული საკითხები, არცახელი სომხების უფლებების, კულტურული იდენტურობის დაცვა და ამ მხრივ აღნიშნა ეუთოს მნიშვნელოვანი როლი.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ტყვეების დაბრუნება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება და სომხური მხარე მიიჩნევს, რომ 9 ნოემბრის განცხადების მე-8 პუნქტი უნდა შესრულდეს წინაპირობის გარეშე. აზერბაიჯანი კი არ აბრუნებს სამხედრო ტყვეებს და მძევლად აყვანილ სამოქალაქო პირებს.  

როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ანა ლინდემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მნიშვნელობა მიანიჭა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მუშაობას და მისი პირადი წარმომადგენლის ძალისხმევას მდგრადი გადაწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისათვის. მისი თქმით, ეუთოსა და მთლიანობაში საერთაშორისო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამჟამად შექმნილი უშუალო ვითარების მოგვარებაში: დაეხმაროს მხარეებს საკითხის მოგვარების გზების ძიებაში. ამავე დროს, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მნიშვნელობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონალური ვითარება და შემდგომი თანამშრომლობის სხვა საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button