მთავარიპოლიტიკა

საქართველო ორ ცეცხლს შორის – არცახის ომის ბუმერანგი

საინფორმაციო პორტალი Lragir.am აქვეყნებს მეტად საინტერესო სტატიას არცახის ომის შედეგებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მშვიდობის დამკვიდრებას. გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი სომხეთთან სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესახებ. ეს არის 10 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი. უკვე შედგა შეხვედრები  სხვადასხვა დონეზე. ეს შეიძლება გახდეს გარდამტეხი ომის გვერდების სამუდამოდ დახურვისათვის. კომუნიკაციების გახსნა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს, ახალ დინამიკას. ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის”, – თქვა ალიევმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანა ლინდესტან შეხვედრის დროს.

ალიევმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ “ომის გვერდი” ჯერ ბოლომდე დახურული არ არის. ეს მოხდება, თუკი რეგიონში კომუნიკაციები გაიხსნება. სომხეთი სთავაზობს  აზერბაიჯანიდან ნახჭევანისკენ გზის გახსნას ტავუშის რეგიონის გავლით და აცხადებს, რომ უნდა გაიხსნას ყველა კომუნიკაცია, მათ შორის ყარსი-გიუმრის გზა. საქართველო, თავის მხრივ, არ მიიჩნევს, რომ სასარგებლოა რეგიონში კომუნიკაციების გახსნა, შიშობს და იზოლაციაში დარჩენა ურჩევნია. ის  არ გამოხმაურებია  წინადადებებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესახებ.

„ივანიშვილი დათანხმდა ევროპასთან მოლაპარაკებას, მაგრამ ის პარალელურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან რუსეთის ინიციატივით. მისგან მოითხოვენ  ექვსეულის ფორმატში შესვლას. აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ირანი, თურქეთი  და საქართველო, მაგრამ საქართველო ჯერ არ დათანხმებულა რომ გახდეს მეექვსე. მოსკოვი ითხოვს, რომ საქართველოც შევიდეს ამ ფორმატში”, ​​- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

რას გულისხმობს ალიევი „ომის გადაუშლელ გვერდზე”? წარმოადგენს თუ არა ეს საფრთხეს საქართველოსთვის, რომელიც არ დათანხმდა  ექვსეულის  პლატფორმაში  გაწევრიანებას?

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ზაქათალას რეგიონში მშენებლობის დროს ქრისტიანული არტეფაქტების  აღმოჩენის შესახებ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა სამუშაოების ჩატარება ქართველი ისტორიკოსების მონაწილეობით. ნუთუ უთანხმოება  მწიფდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის? 2020 წელს  არცახის  ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბაქოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაირამოვი გაემგზავრა თბილისში და გააკეთა განცხადებები, რომლებიც თბილისმა მიიჩნია  დავით გარეჯის მონასტრის პრობლემის მოგვარების დაპირებად, თუ  თბილისი მას მხარს დაუჭერდა, მაგრამ ალიევმა  ვერ მოაგვარა მონასტრის პრობლემა.

„აქ შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნა:  სამი ავტორიტარული პოლიტიკოსის ალიანსი: პუტინი, ერდოღანი და ალიევი“, რომელსაც უპირისპირდება   „ერევნისა და თბილისის ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი დასავლეთის სასარგებლოდ“, – წერს რუსი ანალიტიკოსი.

ნახეთ მეტი
Back to top button