მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

სომხეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

”შტამის გამოვლენა ხორციელდება დამატებითი გამოკვლევის საშუალებით. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე პარტიის სეგმენტაცია, რომლის დროსაც ასეთი შტამები არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის ჩვენ ვმუშაობთ, რომ შევძლოთ უფრო მეტი სეგმენტაციის განხორციელება”, – აღნიშნა ავანესიანმა.

კორონავირუსის  ბრიტანულ-აფრიკული ახალი შტამები დადასტურდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button