მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ალაპარაკდა ჰუმანიზმის შესახებ

აზერბაიჯანს „მოულოდნელად გაახსენდა“  საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპები.

ამრიგად, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, ივან კორჩოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მწარედ დაიჩივლა სომხეთის შესახებ, რომელიც  „უარს ამბობს გადასცეს აზერბაიჯანს  დამინული ტერიტორიების რუკები“. მინისტრის თქმით, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ პრინციპებსა და კაცოცთმოყვარეობას.  ბაირამოვის აზრით, ”მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ზეწოლა სომხეთზე, რათა უზრუნველყოს დანაღმული  მინდვრების რუკების აზერბაიჯანისათვის გადაცემა“.

აზერბაიჯანი და განსაკუთრებით, ბაირამოვი ძალიან ჰგავს ფილმის გმირს, მისი ცნობილი სიტყვებით “ეს შენ, ესეც შენ, ესეც ესეც, ესეც სამუდამოდ შენ“,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე აზერბაიჯანის ინტერესებს ეხება, ბაქოს ახსოვს ჰუმანიტარული პრინციპები და კაცთმოყვარეობა. მაგრამ აზერბაიჯანს ყველაფერი ავიწყდება, მაშინ როდესაც საქმე ეხება ტყვეებს, მშვიდობიან მოსახლეობას, დატყვევებულ და დაპატიმრებულ ქალებს, რომლებიც თვეებია აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებიან და აპირებენ მათ გასამართლებას „ტერორისტის“ სტატუსით.

ნახეთ მეტი
Back to top button