მთავარიპოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენები აზერბაიჯანს მოუწოდებენ სასწრაფოდ გაათავისუფლონ სომეხი ტყვეები

ამერიკის  შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სომხურ საკითხებზე კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ადამ შიფმა, გას ბილირაკისმა, ფრენკ პალონემ, დევიდ ვალდომ და ჯეკი სპირმა 16 მარტს განსახილველად შეიტანეს რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანს მოუწოდეს  დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე. რეზოლუციას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 31 წევრმა.

“არმენსპრესის” ცნობით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სომხეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს სამმხრივ განცხადებას, სადაც ნათქვამია ტყვეთა გაცვლის შესახებ „ყველა- ყველაზე“ პრინციპით.   სომხეთმა სრულად შეასრულა თავისი მოვალეობა, ხოლო აზერბაიჯანმა დააყოვნა სამხედრო ტყვეები.

რეზოლუციის ბოლო ნაწილში ნათქვამია:

”წარმომადგენელთა პალატა

მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და დატყვევებული  მშვიდობიანი მოქალაქეები.

ადამ შიფი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი, მიუღებლად მიიჩნევს, რომ ასობით სომეხი სამხედრო და სამოქალაქო პირი დააკავეს აზერბაიჯან-მთიანი ყარაბაღის ომის დასრულებიდან 100 დღის შემდეგ.  

„აზერბაიჯანმა ეს ტყვეები  დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. რაც უფრო დიდხანს დააყოვნებს, მით უფრო მეტად ღრმად  დაარღვევს  საერთაშორისო კანონებს უგულველყოფს ადამიანის უფლებებს“, –  ნათქვამია რეზოლუციაში.  

ნახეთ მეტი
Back to top button