მთავარიპოლიტიკა

არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, იუწყება სომხეთის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახური.

პრეზიდენტმა სარგსიანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კეთილმეზობლური ტრადიციების საფუძველზე საქართველოსთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მუდმივი განმტკიცება და გაღრმავება.

”მე ვაფასებ ჩვენს შორის  ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხის გულწრფელ და კონსტრუქციულ განხილვას.

”დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შენიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების ყველა შესაძლო სფეროში”, – ნათქვამია პრეზიდენტ სარქისიანის მილოცვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button