მთავარიპოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ (“სომხეთის რესპუბლიკა”) – გამოსავალი მხოლოდ არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციაშია

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდენი ამ დღეებში იმყოფებოდა  რეგიონში სომხეთთან და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და ბოლოდროინდელი ომის შემდეგ შექმნილი ვითარების განსახილველად. აშკარაა, რომ საერთაშორისო სტრუქტურა დაინტერესებულია დაიცვას თავისი დღის წესრიგი რეგიონში ძალების გადანაწილების შედეგად შექმნილი ვითარების გამო.

როგორც ბაქოში, ისე ერევანში, ევროპელმა მაღალი რანგის დიპლომატმა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან განიხილონ, რა უნდა გააკეთონ იმ კონფლიქტის მოგვარებისათვის, რომელიც ეუთოს ტერიტორიაზე მდებარეობს. არსებული რეგიონული სიტუაცია ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ეჭვგარეშეა, რომ 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიცვალა რეგიონალური ვითარება არცახის  საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას. მისი განხორციელება საფუძველი იქნება კონფლიქტის მოგვარების პროცესში წინსვლისთვის.  ჯერ კიდევ რამოდენიმე საკითხია გადასაჭრელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ეხება ეუთოს ინტერესების დაცვას კომუნიკაციების, ტრანსპორტის,  გაზ-ენერგეტიკულ სფეროებში. უნდა აღინიშნოს, რომ ომის შემდეგ თურქეთი და რუსეთი მთავარი მოთამაშეები არიან, ამიტომ დასავლეთი ნაბიჯებს დგამს, რათა აღადგინოს მონაწილეობა ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებში“, -თქვა ლინდენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button