მთავარიპოლიტიკა

გამოჩენილი ლატვიელი ინტელექტუალები და კულტურის მოღვაწეები აზერბაიჯანს მოუწოდებენ დააჩქარონ სამხედრო ტყვეების დაბრუნება

ცნობილმა ლატვიელმა ხელოვნებათმცოდნეებმა, ინტელექტუალებმა და კულტურის მოღვაწეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აზერბაიჯანს მოუწოდებენ დააჩქაროს მსხვერპლთა ცხედრების, სამხედრო ტყვეთა და მძევალთა  დაბრუნება სომხეთში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამ ქვეყანაში სომხეთის საელჩო.

განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

”ჩვენ, ლატვიის რესპუბლიკის ხელოვნებათმცოდნეები, ინტელექტუალები და კულტურული მოღვაწეები, გვწამს რა ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობა და ვუერთდებით ჩვენს ლიტველ კოლეგებს, მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას  ხელი არ შეუშალოს სამხედრო ტყვეების და ტყვეთა სტატუსით მყოფი სხვა პირების, აგრეთვე ყარაბაღის ბოლო ომის დროს მოკლული და დაღუპული ჯარისკაცების სხეულების დაუყოვნებელ დაბრუნებას სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენი ინფორმაციით, სომხეთმა უკვე დააბრუნა აზერბაიჯანის ყველა სამხედრო ტყვე.

დარწმუნებული ვართ, რომ ყველა სამხედრო ტყვეს „დაუყოვნებლივი დაბრუნება“ წინაპირობების გარეშე არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთნდობის აღდგენისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს ამ ჰუმანიტარულ ინიციატივას და ამით დავეხმაროთ მთიან ყარაბაღს (არცახი) ბოლო ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევაში”.

• ვიქტორს ავოტინჩი – პოეტი, პუბლიცისტი

• ინარა ბელინკაია – წიგნების გამყიდველთა ასოციაციის პრეზიდენტი, კომპანია , “Jānis Roze” -ს დირექტორი, ,,აღიარების ჯვრის“ ორდენოსანი

• დანა ბიორკა – მსახიობი, თეატრის რეჟისორი, რიგის მიხეილ ჩეხოვის სახელობის რუსული თეატრის დირექტორი

• ინგუნა ცეპიტე – მწერალი, გამომცემელი

• დიანა დიმზა დიმმე – მხატვარი, ლატვიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი

• ინა დრუვიეტე – ლატვიის უნივერსიტეტის პედაგოგი

• ანდრის ფრეიბერგსი – რეჟისორი, პედაგოგი

• ლაორის გუნდარს – სცენარისტი, დრამატურგი, თეატრის რეჟისორი, პედაგოგი

• რაფი ხარაჯანიანი – ხელოვნების დოქტორი, “სამი ვარსკვლავის” ორდენოსანი

• ალვის ჰერმანისი – ოპერის და თეატრის რეჟისორი, ,,ახალი რიგა“ თეატრის დირექტორი

• ნორა იკსტენა – მწერალი, “სამი ვარსკვლავის” ორდენოსანი

• ილზე იაუნალკსნე-რედერე – ჟურნალისტი

• ვინსტურს კაირჩი – ფილმის, ოპერის, თეატრის რეჟისორი

• რეზია კალნინია – მსახიობი, თეატრის რეჟისორი

• ანდრის კალნოზოლსი – მწერალი, თეატრის რეჟისორი, მსახიობი

• ჰაიკ კარაპეტიანი – ფილმის და თეატრის რეჟისორი

• აგრიტა კიოპა – რიგის სტრადინას უნივერსიტეტის მეცნიერების ხაზით პროგრექტორი

• მარინა კოსტენეცკაია – მწერალი, “სამი ვარსკვლავის” ორდენოსანი

• პეტერის კრილოვსი – კინოს და თეატრის რეჟისორი, პედაგოგი

• როლანდს კრონლაკსი – ლატვიის კომპოზიტორთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე

• მაია კულე – ფილოლოგიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ”სამი ვარსკვლავის” ორდენოსანი

• ზიგმარს ლიეპინში – კომპოზიტორი, ლატვიის ეროვნული საოპერო საბჭოს თავმჯდომარე (2013-2019)

• ანდრა მანფელდე – მწერალი

• ევია მარტინსონე – ოპერის მომღერალი

• არტურ მასკატს – კომპოზიტორი

• აგნეს მეიერე – ჟურნალისტი

• იურის მილერსი – პროდიუსერი

• იანის ნორდსი – ფილმის რეჟისორი

• კარინე პარონიანცი – მხატვარი

• კრისტინე პასტერნაკა – კოსტიუმების დიზაინერი

• გეორგს პელეცისი – კომპოზიტორი, ლატვიის იაზეპ ვიტოლის სახელობის მუსიკალური აკადემიის პროფესორი

• იურის პოშკუსი – ფილმის რეჟისორი, სცენარისტი,

• ელენა პრივალოვა – ორგანისტი, მუსიკათმცოდნე

• აინარს როზე – ეკონომიკის დოქტორი, კომპანიების  Jānis Roze և Jāņa Rozes apgāds  პრეზიდენტი

• კრისტიანს როზენვალდსი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

• აინარს რუბიკისი – დირიჟორი, “კომიშის ოპერის” თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი

• დავის სიმანისი – ფილმის რეჟისორი, პედაგოგი

• ოიარს სპარიტისი – აკადემიკოსი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

• ინგა სპრინგე – ჟურნალისტი

• ანდრის სპრუდსი – ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი

• ბაბკენ სტეფანიანი – მხატვარი

• ბაიბა სტრაუტმანე – ჟურნალისტი

• რეინის სუჰანოვსი – რეჟისორი, თეატრის რეჟისორი

• ოლეგს შაპოშნიკოვსი – თეატრის რეჟისორი, დაუგავპილსის თეატრის დირექტორი

• ანდრეის შავრეისი – ჟურნალისტი

• გატის შმიტსი – კინოსა და თეატრის რეჟისორი

• ხორენ სტალბე – მომღერალი

• ლეონს ტაივანსი – ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი

• სონორა ვაიცე – ოპერის მომღერალი

• პეტერის ვასკსი – კომპოზიტორი

• ანდრის ვეისმანისი – დირიჟორი

• დაცე ვიგანტე – მწერალი

• მარა ზალიტე – მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი

ნახეთ მეტი
Back to top button