კულტურამთავარი

კინოფესტივალი, ფოტოგამოფენა, კონცერტები – სომხეთში გაიმართება ფრანკოფონიის კულტურის დღეები

სომხეთში გაიმართება ფრანკოფონიის კულტურის დღეები, რომელიც ეძღვნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 მარტს აღინიშნება. საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში ჯონათან ლაკოტმა მომავალი მოვლენებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა სომხეთის ხელისუფლებას ენისა და კულტურის განვითარების მხარდაჭერისთვის. დიპლომატმა ილაპარაკა  სომხეთის საფრანგეთის უნივერსიტეტის, ანატოლ ფრანსის სახელობის სემინარიის როლსა და მნიშვნელობაზე  ფრანგული ენის სიღრმისეული შესწავლის მიმდინარე პროცესებში.

”სომხეთში შეიძლება ვისწავლოთ ფრანგული ბაღიდან უნივერსიტეტამდე”, – თქვა ელჩმა და განაცხადა, რომ  აზნაურის ფონდის დახმარებით ერევნის  „აზნაურის სახლში“ გაიხსნება  საფრანგეთის კულტურის ცენტრი. ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთმა, როგორც ქვეყანამ  თავისი მაღალი  ტრადიციული კულტურული ღირებულებებით და ენით, ღრმად შეითვისა ფრანგული  ენა და კულტურა. საფრანგეთი ამას მეტად მაღალ დონეზე აფასებს.

კულტურული დღეების ფარგლებში სომხეთში ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები: კონკურსები, ფოტოგამოფენები, კონცერტები. მთავარი ღონისძიება იქნება ფრანკოფონიის მეოთხე კინოფესტივალი, რომელიც  გაიმართება 6 – დან 13 აპრილამდე კინოთეატრ “მოსკოვში”. ფესტივალი გაიხსნება ალექს მიხალიკის ფილმით „ედმონი“ (საფრანგეთი, 2019), რომელიც ეძღვნება ფრანგ პოეტსა და დრამატურგს ედმონ როსტანს.

ნახეთ მეტი
Back to top button