მთავარიპოლიტიკა

სამხედრო ტყვეები დაბრუნებულნი უნდა იქნენ – ლაკოტი აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი ტყვეებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტზე

სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონათან ლაკოტი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეები სომხეთში უნდა დაბრუნდნენ.  “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ლაკოტამ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

”ჩემი მიდგომა სამხედრო ტყვეთა საკითხისადმი ნათელია: ისინი უნდა დაბრუნდნენ. პროცესი უნდა წარიმართოს  არა მხოლოდ 9 ნოემბრის განცხადების, არამედ საერთაშორისო კონვენციებში ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველზეც”, – თქვა სომხეთში საფრანგეთის ელჩმა.

მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფი რჩება ერთადერთ ორგანოდ, სადაც შესაძლებელია განხილვა და მოლაპარაკება საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად.

”როდესაც ვსაუბრობთ ეუთოს მინსკის ჯგუფზე, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს მოლაპარაკებების ჯგუფთან, რომელიც მზად არის შუამავლობისთვის და  ორივე მხარის დასახმარებლად.

ეუთო-ს მისნკის, ჯგუფის, როგორც ერთადერთი შუამავალი ორგანოს შესახებ ილაპარაკა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ) ასევე აღნიშნა, რომ  ამჟამად მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამუშაო ვიზიტისთვის

ნახეთ მეტი
Back to top button