მთავარიპოლიტიკა

სომეხი სამშვიდობოები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში

კოსოვოში სამშვიდობო მისიით მყოფმა სომეხმა სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს  მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

სამხედრო სწავლების სცენარის თანახმად, სომეხმა სამშვიდობოებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და გამოიყვანეს აფეთქების შედეგად დაშავებული პირები. სამხედრო სარდლობამ მაღალი შეფასება მისცა სომეხი სამშვიდობოების მომზადებას.

ნახეთ მეტი
Back to top button