
სამხედრო ბიუჯეტის შემცირების საკითხი მთავრობაში არ განიხილება, მისი განხილვა არ იგეგმება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჯერ გრიგორიანმა „ჰაიკაკან ჟამანაკ“-ის გამოკითხვის საპასუხოდ.
უკვე რამდენიმე დღეა პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობამ სამხედრო ბიუჯეტის შემცირება გადაწყვიტა და ასეთ დებატებს უკვე ჰქონდა ადგილი.
ასეთ კითხვაზე ვიცე -პრემიერმა აღნიშნა, რომ ”ამ დროისთვის ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რის შედეგადაც ზოგიერთ პროგრამაზე შემცირდება დანახარჯები, ხოლო ზოგიერთზე კი გაიზრდება”, – თქვა გრიგორიანმა.
ამას გარდა, ვიცე პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის სექტორი, რა თქმა უნდა, მთავრობის პრიორიტეტად რჩება და საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურობის გაზრდის პროცესი მხოლოდ სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.