საერთაშორისო

ჯავახეთის ეთნოტურიზმის საკითხი საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი პლატფორმის დღის წესრიგშია

საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტთან  გაიხსნა ეროვნული უმცირესობების საბჭო. ამ პლატფორმის საშუალებით ქვეყნის 16 თემის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ პარლამენტში მიიტანონ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ.

სახელმწიფო ენის ცოდნა, საკადრო პოლიტიკა, რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმება, ეს ყველაფერი გაკეთდება საქართველოს ყველა მოქალაქის სრულად ინტეგრირებისთვის, მრავალეროვანი საქართველოს სიმდიდრის, მისი მრავალფეროვნების   უფრო ნათლად წარმოსაჩენად.

საქართველოს პარლამენტში შექმნილი ეროვნული უმცირესობების საბჭო იწყებს მუშაობას  მრავალეროვანი ქვეყნის ყველა ეთნიკური ჯგუფის პრობლემების გადაჭრის მიზნით.

„პრობლემები მრავალგვარია,  –  თქვა საბჭოს ხელმძღვანელმა რიმა ხიდირბეგიშვილმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო პლატფორმა იქნება ხიდი საქართველოში არსებული ყველა ეთნიკურ ჯგუფსა და  სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი საბჭო ფუნქციონირებდა თბილისის საკრებულოს ეგიდით, მაგრამ საკითხები მხოლოდ დედაქალაქს ეხებოდა.

”ჩვენი ფუნქციები პარლამენტში გაფართოვდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, ყველა იმ რეგიონში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.”

დღის წესრიგის თემათა  შორის არის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლის ახალი მეთოდების დანერგვა, ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი და ა.შ.

მარიამ არაქელოვამ, საბჭოში სომხური თემის წარმომადგენელმა, გვითხრა, რომ თავიდან ის ორი საკითხის მოგვარებას გეგმავს. ერთი ეხება საქართველოში სომხური დიასპორის პრობლემებს, მეორე კი ეთნოტურიზმის განვითარებას. მისი თქმით, ეს უკანასკნელი შეაჩერებს ქართველ-სომეხთა ემიგრაციას.

”დღეს საქართველოში სპეციალური ტურისტული მიმართულებებია მთელი რიგი რეგიონებისთვის. ამ ეთნოტურიზმის პროგრამაში მე გთავაზობთ მთლიანი მულტილინგვიზმის ჩვენებას, ანუ, მაგალითად, თუ ისინი კახეთში ღვინის დასაგემოვნებლად მიდიან, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მათ შეეძლებათ გაეცნონ ადგილობრივი ყველის წარმოებას და ა.შ.

არაქელოვა დარწმუნებულია, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც სომხების დიდი რაოდენობა ჰყავს, შეუძლია ტურისტების მოზიდვა არამარტო თავისი მდიდარი ისტორიული და კულტურული ძეგლებით, არამედ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციებით.

”ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ  საბჭომ მიმართოს  ტურიზმის სააგენტოს, შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა სომხებით დასახლებული რეგიონისთვისაც. აქ ეთნოტურიზმის დიდი პოტენციალია.”

არასამთავრობო ორგანიზაციაში “საქართველოს სომეხთა კავშირი” ხშირად შეხვედრები მოეწყობა,  სადაც წამოყენებული იქნება ის  საკითხები, რომლებიც  აღელვებს სომხურ საზოგადოებას, შემდეგ მათი   საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგენის მიზნით.

ავტორი გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button