მთავარიპოლიტიკა

ანდრანიკ ფილოიანმა საქართველოს ელჩთან განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანდრანიკ ფილოიანმა მიიღო სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა შალვა საბაურმაც. ამის შესახებ გვაცნობეს  სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

მიესალმა რა სტუმრებს, მინისტრმა ფილოიანმა ისაუბრა სომხეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მრავალი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პროგრამების განხორციელებაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიისა და ომის გამო  ისინი ძირითადად გადაიდო და წელს საჭიროა თანამშრომლობის გააქტიურება.

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ, მიულოცა მინისტრს დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს  ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთდახმარების არსებობას.

ნახეთ მეტი
Back to top button