
არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტთან დაკავშირებით.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალევთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად ჩაატარა ვიზიტი ოკუპირებული არცახის რესპუბლიკის ჰადრუთის რეგიონში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნის დროს პრეზიდენტმა ალიევმა პირადად დაავალა მის თანმხლებ ჩინოვნიკებს შუა საუკუნეების სომხური წარწერების წაშლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებისა და ძეგლების კედლებზე.
ასეთი ოფიციალური ვიზიტები არის აზერბაიჯანის ანტისომხური და საომარი პოლიტიკის, ისევე როგორც მისი შემდგომი აგრესიული გეგმების განსახიერება.
არცახის რესპუბლიკამ არაერთხელ განუცხადა საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სახელმწიფოებრივი კულტურული ტერორიზმის, სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ეს გენოციდური პოლიტიკა არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, საერთაშორისო ნორმების, ხელშეკრულებების, რეზოლუციების, შეთანხმებების უხეში დარღვევა, საფრთხე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების აღსაკვეთად და დაგმონ აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკა. უმოქმედობას და გულგრილობას შეიძლება მოჰყვეს არაპროგნოზირებადი შედეგები“.