მთავარიპოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი შუშის მწვანე ეკლესიის განადგურებას აზერბაიჯანული ფაშიზმის გამოვლინებად მიიჩნევს

რასაც აზერბაიჯანი აკეთებს სომხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების მიმართ არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის კულტურული გენოციდი. ამის შესახებ “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა შეეხო რააზერბაიჯანელების მიერ შუშის მწვანე ეკლესიის განადგურებას.

”აზერბაიჯანელებმა კარგად იციან ჩვენი ისტორია – ამ ეკლესიის დანგრევა სხვა არაფერია, თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სახელმწიფოს გზავნილი იმის შესახებ, რომ ამას ყველაფერს გააკეთებენ, თუკი შეძლებენ მთელი არცახის ხელში ჩაგდებას. აზერბაიჯანის ეს ქმედებები სომხეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების მიმართ არის ამაზრზენი და ფაშისტური პოლიტიკის გაგრძელება და განსახიერება. აზერბაიჯანელთა ეს ქმედებები არაფრით განსხვავდება ახლო აღმოსავლეთში ტერორისტების მიერ მსოფლიო ძეგლების განადგურებისგან”. ალიევი ღიად, სირცხვილის გარეშე, შესაბამის მითითებებს აძლევს სახელმწიფო ორგანოებს, მაგალითად, გაანადგურონ სომხური ეკლესიის გრავიურა”, – აღნიშნა ბაბაიანმა.

მისი თქმით, ეს გარემოება საერთაშორისო სამართლისადმი უპატივისცემობას წარმოადგენს. ”ბუნებრივია, ჩვენ ყველგან ვისაუბრებთ აზერბაიჯანის მიერ სომხური ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურებაზე, რადგან ეს საფრთხეს წარმოადგენს ცივილიზებული კაცობრიობისთვის. ამიტომ, თავად ცივილიზებულმა საზოგადოებამაც ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან თუ ისინი დღეს არცახის კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ, საერთაშორისო საზოგადოების გულგრილობით გამოწვეული დაუსჯელობით, ისინი ხვალ მათ კარზე დააკაკუნებენ”.

ნახეთ მეტი
Back to top button