
სომხეთის ატომური ელექტროსადგური დაცულია სპეციალური კომპლექსებით. ამის შესახებ 18 მარტს დისკუსიის დროს თემაზე ”სომხეთში ბირთვული მრეწველობის განვითარების პერსპექტივები” განაცხადა გაეროს ენერგეტიკის ეროვნულმა ექსპერტმა, არა მარჯანიანმა.
მისივე თქმით, ასევე არსებობს კომპლექსები, რომლებიც მდებარეობს სომხეთში, რუსეთში და ბელორუსში. მან განმარტა, რომ საუბარი არაა “S-300” კომპლექსებზე, არამედ სხვა კომპლექსებზე.
ექსპერტმა შეახსენა, რომ აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის მინისტრის სახელით განაცხადა, რომ აპირებს სომხეთის ბირთვულ ელექტროსადგურზე დარტყმას. ”ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საშიში თანამშრომლობა თურქეთს, აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება საერთაშორისო რეგულაციებს”, – დასძინა მარჯანიანმა.