მთავარიპოლიტიკა

კონსტანტინე ზატულინმა უპასუხა შევჩენკოს. რუსეთი ამიერიდან არასდროს დატოვებს არც ყირიმს და არც ყარაბაღს

რუსეთი არასდროს დატოვებს არც ყირიმს და არც ყარაბაღს. ასე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი რუსეთის საზოგადო მოღვაწის მაქსიმ შევჩენკოს განცხადებებს.

კერძოდ, ზატულინის პრესსამსახურის გზავნილში ნათქვამია: ”ღირს თუ არა შევახსენოთ ახალ გამომცხვარ ბოლშევიკ შევჩენკოს, რომ დიდი სამამულო ომის ურთულეს პირველ წლებში საბჭოთა კავშირი იძულებული იყო დაეყენებინა ჯარი თურქეთთან საზღვარზე, რომელსაც მობილიზებული ჰყავდა მისი 25 დივიზია, დაახლოებით ერთი მილიონი ჯარისკაცი, რათა სტალინგრადის დაცემის შემთხვევაში ომში ჩართულიყო. კონსტანტინე ზატულინს ამის შესახებ ცნობები არ სჭირდება, მისი მამა, სასაზღვრო რაზმის მეთაური, ლენინური გაწვევის ბოლშევიკური პარტიის წევრი, იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც იმ დროს იცავდა საბჭოთა საზღვარს ამიერკავკასიაში”. ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზატულინის, ისევე როგორც თავად რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია არც პროსომხურია და არც ანტითურქული, არამედ პრორუსული, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

“ჩვენ  არ ვეწინააღმდეგებით თურქეთის პომიდვრით ვაჭრობას, თურქეთის კურორტებზე დასვენებას ან ეკონომიკურად ორმხრივად მომგებიანი ობიექტების მშენებლობას თურქეთში. თუმცა, შევნიშნოთ, რომ ყველა ეს პროექტი შეიძლება განხორციელდეს რუსეთში. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დაირღვეს ჩვენი დახმარებით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები, რათა კავკასიაში ომის მეშვეობით წინ წაწიონ თავიანთი ანგარებიანი ინტერესები. და რომ სხვებს, უცხო ქვეყნებს ამ საკითხში სამსახური გაუწიონ  ყველაფერისათვის მზად მყოფმა ცრუ რუსმა პატრიოტებმა”, – ზატულინის სიტყვები ციტირებულ იქნა დეპუტატის პრესსამსახურში. ”რუსეთი არასდროს დატოვებს ყირიმს ან ყარაბაღს, მაქს, ამიერიდან არასდროს დატოვებს”, – დაასკვნეს ზატულინის პრესსამსახურში.

ნახეთ მეტი
Back to top button