ეკონომიკამთავარი

მთავარი ინჟინერი. მოდერნიზაციის შედეგად, სომხეთის ელექტროსადგურის უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება

მოდერნიზაციის შედეგად, სომხეთის ელექტროსადგურის უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის შესახებ 18 მარტს  დისკუსიის დროს თემაზე ”სომხეთში ბირთვული მრეწველობის განვითარების პერსპექტივები” განაცხადა სომხეთის ატომური სადგურის მთავარმა ინჟინერმა არტურ გრიგორიანმა.

მან განმარტა, რომ 2021 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორისაა: მეორე ენერგეტიკული დანადგარის რეაქტორის კორპუსის ლითონის რეაბილიტაცია, აქტიური ნაწილის გაგრილების სისტემის, საიმედო ელექტრომომარაგების სისტემის, სავენტილაციო სისტემის მოდერნიზაცია, ჰერმეტული არეების სისტემის სიმკვრივის ამაღლება.

სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების პროექტის რუსული მხარის ხელმძღვანელმა იური სვირიდენკომ, თავის მხრივ განმარტა, რომ სომხური ატომური ელექტროსადგურის 141 – დღით გაჩერების პერიოდში გათვალისწინებულია 20-მდე სატვირთო მოწყობილობის და 400 ადამიანის ჩრთვა.

ნახეთ მეტი
Back to top button