მთავარიპოლიტიკა

მკვეთრი ცვლილება – სატრანსპორტო დერეფანი, რომელსაც ირანი ააშენებს გაივლის სომხეთის ტერიტორიაზე

ინდოეთმა გადაწყვიტა 180 გრადუსით  შეცვალოს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული გეგმები.  თავდაპირველად ინდოეთის ოკეანესთან დამაკავშირებელი დერეფნის აშენება გადაწყვეტილი იყო აზერბაიჯანის გავლით,  ახლა კი ინდოეთის ელჩმა ირანში განაცხადა, რომ ირანული პორტის ჩაბაჰარის გავლით გზის მშენებლობა სომხეთზე გაივლის.

ირანოლოგის, აჰარონ ვარდანიანის თქმით, არცახის  ომის დროს პაკისტანმა გააკეთა განცხადებები, რომ ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გვერდით დგას, რაც საქმითაც დაადასტურა და აზერბაიჯანში  ტერორისტები  და შეიარაღებული ჯგუფები გააგზავნა.  ეს ქმედება არ შეესაბამება ინდოეთის რეგიონალურ ინტერესებს, რადგან პაკისტანთან მას მტრული დამოკიდებულება აქვს. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გეგმების შეცვლით, ინდოეთი ცდილობს პაკისტანის განეიტრალებას, პაკისტანის შესაძლებლობების შეზღუდვას.

”ჩრდილოეთ ირანში მდებარე  ჩაბაჰარის პორტი კონკურენციას უწევს პაკისტანის სხვა პორტს, პაკისტანის ამ რეგიონის სანაპირო დასახლებებს”, – თქვა მან.

აჰარონიანის აზრით, ინდოეთისა და ირანის ინტერესები ამ საკითხში ემთხვევა. ეს არის მიზეზი, რის გამოც სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ირანული მედიის საშუალებით.

„ირანი ინდოეთთან ერთად ცდილობს უზრუნველყოს ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის სომხეთზე გავლა და არა აზერბაიჯანზე, თუმცა ნათქვამია, რომ ირანს ნეიტრალური ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, მაგრამ ირანულ რიტორიკაში სხვა რამეს ვხედავთ, მოქმედებებში კი –  სულ სხვას“,- თქვა ვარდანიანმა.

მისი აზრით, ძლიერი აზერბაიჯანი არ შედის  ირანის ინტერესებში, რადგან ეს ნიშნავს ძლიერ თურქეთს და ძლიერ პაკისტანს, რაც თავის მხრივ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ირანს.

ნახეთ მეტი
Back to top button