მთავარიპოლიტიკა

არჩევნებამდე ნიკოლ ფაშინიანი დარჩება პრემიერ-მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად: სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ფაშინიანი შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, სხვა სცენარზე საუბარი არ არის”, – თქვა სიმონიანმა.

ალენ სიმონიანის თქმით, მმართველი პარტიის მომავალი არჩევნების გამარჯვების შანსი დიდია.

”ბუნებრივია, ჩვენი რეიტინგი შემცირდა, მაგრამ კამპანიის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ, თუ რატომ უნდა აგვირჩიონ ხალხმა. რა თქმა უნდა, არსებობს იმედგაცრუებები, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ნაწყენი არიან,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ”, – თქვა სიმონიანმა.

მან არ გამორიცხა არჩევნების წინ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

ნახეთ მეტი
Back to top button