ეკონომიკა

სომხეთის მთავრობს ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ გაზსადენის შეკეთების შესახებ

სარემონტო სამუშაოების დროს, სომხეთი გააგრძელებს გაზის მიღებას საქართველოს გავლით სამი კვირის განმავლობაში. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტიგრან მელქონიანმა NEWS.am- თან საუბრისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ სომხეთი საქართველოდან დღემდე იღებს გაზს ე.წ. “წითელი ხიდის” მონაკვეთიდან. „საკითხი,  თუ როგორ ახერხებს ამ სექტორით რუსეთი გაზის შემოტანას სომხეთში სომეხი მომხმარებლისათვის პრიორიტეტული არ არის.  ჩვენი ამოცანაა სომეხი მომხმარებლისთვის უწყვეტი და უსაფრთხო გაზით მომარაგება. ეს მიდგომა გაგრძელდება მომავალშიც ”, – ირწმუნება  მელქონიანი.

კითხვაზე, სომხეთის მთავრობამ იცოდა თუ არა მოლაპარაკებები გაზპრომ ექსპორტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის სომხეთში რუსული გაზის მიწოდებაზე, ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ მთავრობამ მხოლოდ ჩრდილოეთი კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენის შეკეთების შესახებ იცოდა.

გუშინ „გაზპრომ ექსპორტმა“ განაცხადა, რომ სომხეთში რუსული გაზის მიწოდება დროებით განხორციელდება აზერბაიჯანის გავლით ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენის შეკეთების გამო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები გაგრძელდება დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც გაზის ტრანსპორტირება გაგრძელდება ძველი მარშრუტით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გავლით.

უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გადაკეტა გაზსადენი სომხეთში, მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე. ეს იყო სომხეთის ეკონომიკური ბლოკადის ბაქოს გრძელვადიანი პოლიტიკის ერთ-ერთი მანიფესტაცია. აღსანიშნავია, რომ უკვე მშვიდობიან დროს, ყველანაირი უბედური შემთხვევისა და რემონტის დროს, როდესაც სომხეთში გაზმომარაგება შეწყდა, მომხმარებლები  გაზს  ღებულობდნენ აბოვიანის გაზსაცავიდან, რომლის მარაგიც საკმარისი იყო 3 კვირის განმავლობაში.

რამდენიმე ექსპერტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ დღეს ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ კომუნიკაციის განბლოკვის პროცესის იმიტაციაზე, რომელიც გამოყენებული იქნება სომხეთზე ზეწოლის ბერკეტად –  აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზანგეზურისს დერეფნის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button