
სომხეთს სურს ატომური ელექტროსადგურის ვადის ამოწურვიდან 5-10 წლით ვადის გაგრძელება. ამის შესახებ სომხეთში ბირთვული ენერგეტიკის 55 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა სადგურის გენერალურმა დირექტორმა მოვსეს ვარდანიანმა.
2015-16 წლებში, სახელმწიფო კორპორაციის ,,როსატომის“ მხარდაჭერით და რუსული სესხით, სომხეთმა საგრძნობი სამუშაო ჩაატარა ატომური სადგურის მუშაობის ვადის გახანგრძლივების მიმართულებით. ახლა სარემონტო სამუშაოები სომხური მხარის დახმარებით ხორციელდება და დასასრულს უახლოვდება.
არსებული სადგურის მეორე ბლოკი ექსპლუატაციაში შევიდა 1980 წელს, 2026 წლამდე მას ექნება 40 წლის ნამუშევარი (იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ მუშაობდა 6 წლის განმავლობაში 1989-95 წლებში).
”ახლა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ვაპირებთ, რომ სადგურის ვადა 5-10 წლით გავაგრძელოთ”, – აღნნიშნა ვარდანიანმა.
წელს სადგური კაპიტალური რემონტის გამო 141 დღის განმავლობაში არ იმუშავებს. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება რამოდენიმე გეგმიური ღონისძიება: ავარიული გაგრილების სისტემების განახლება (რეაქტორის გადახურების შემთხვევებისთვის), შეკეთდება ხანძარსაწინააღმდეგო, საავარიო ენერგომომარაგების სისტემები (დიზელ გენერატორებით, რეაქტორის გამორთვის შემთხვევაში). გარდა ამისა, მოხდება სადგურის გაგრილების კოშკების სარემონტო სამუშაოების ნაწილის განხორციელება (სადაც ტურბინების ცხელი წყალი ცივდება განმეორებით გამოყენებისთვის).
გარდა ამისა, წელს ხორციელდება მომზადება რეაქტორის ლითონის კორპუსის წვისთვის. ეს სამუშაოები ხორციელდება რუს კოლეგებთან ერთად. წვის პროექტს შეადგენენ კურჩატოვის ინსტიტუტის ფიზიკოსები, ხოლო მუშაობას აწარმოებენ საწარმო “ატომენერგორემონტის” ინჟინრები (ინსტიტუტიც და საწარმოც “როსატომის” ნაწილია). ამ სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში.
ყველა სამუშაოების გათვალისწინებით, ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აპირებს განაცხადი წარუდგინოს სამეთვალყურეო ორგანოს (“ჰაიპეტჰიდრომეტი”), ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2026 წლამდე გასაგრძელებლად.