19 მარტი: დადასტურდა კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

,,News.on.ge” წერს, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 242, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 ტესტი, მათ შორის, 14 915 — ანტიგენი, ხოლო 8 912 PCR ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 1,51%, ბოლო 14 დღის — 1,51%, ხოლო 7 დღის — 1,37%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს, სულ გამოჯანმრთელდა 269 626 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 3 683.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 164;
- აჭარა — 20;
- იმერეთი — 71;
- ქვემო ქართლი — 29;
- შიდა ქართლი — 22;
- გურია — 10;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 13;
- კახეთი — 23;
- მცხეთა-მთიანეთი — 4;
- სამცხე-ჯავახეთი — 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 271, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება — 81.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 235 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 5 574.