პოლიტიკა

ამჟამად სისიანის აეროპორტში რუსული ჯარები არიან განლაგებულნი – სისიანის მერი

ამჟამად სისიანის აეროპორტში  რუსული ჯარები  არიან  განლაგებულნი.  ამის შესახებ ინფორმაცია სისიანის მერმა არტურ სარგსიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, აეროპორტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სისიანის აეროპორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსულ მხარესთან ერთად, ან გადაეცეს რუსულ მხარეს, რათა ადგილზე აშენდეს რუსული სამხედრო ბაზა.

”ამჟამად რუსული ჯარები განლაგებულნი არიან სისიანის აეროპორტში. დეტალებს ვერ გეტყვით რამდენი ადამიანია. რაც შეეხება მომავალში იქ რუსული ბაზა აშენდება თუ არა ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით,” – თქვა სარგსიანმა.

სიუნიკის რაიონის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის არმიის ახალი საბრძოლო პოზიციების განთავსება საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე მიმდინარე პროცესები არ შეიძლება ჩაითვალოს დემარკაციად, გარკვეულია  მხოლოდ ზოგიერთი  სასაზღვრო პუნქტების პოზიცია.

ნახეთ მეტი
Back to top button