მთავარიპოლიტიკა

ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 3250 ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი – ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა სომხური მხარის მსხვერპლთა ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა არცახის 44-დღიანი ომის დროს.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, არაგაწოტნის ოლქის ნორედესიის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ფაშინიანმა თქვა, რომ ამ დროისათვის  სომხურ მხარეს 3 250 ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი ჰყავს. ამჟამად გვყავს 189 მშობელი, რომლებმაც წარადგინეს დნმ-ის ნიმუშები და პასუხის მოლოდინში არიან. დიახ, ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკმაოდ დიდი სია გვაქვს, მაგრამ ეს სია უნდა დაზუსტდეს, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში დაკარგული პირების სიიდან 10 ადამიანი იქნა ნაპოვნი სხვადასხვა ვითარებაში, მაშინ,  როდესაც სომხეთიდან „ზვარტნოცის“  აეროპორტში აპირებდნენ გასვლას, ”- თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხურ მხარეს უკვე ჰყავს ბევრი მსხვერპლი, ამ მსხვერპლთა რიცხვი არ უნდა გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს პოლიტიკური მანიპულირების მიზნით.

”სანამ რაიმე ახალი არ მოხდება, რაც ძალზე საეჭვოა მოხდეს, ჩვენი მსხვერპლის რაოდენობა 4000-ს არ გადააჭარბებს. ესეც ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ რატომ დაიღუპნენ ჩვენი ახალგაზრდები, ისინი დაიღუპნენ, რომ არცახი  დღეს ყოფილიყო ”, – თქვა პრემიერ -მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button