პოლიტიკა

ექსპერტი. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები საპირისპირო პოლუსებზეა

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი კონტექსტი აქვს. რუსეთი მის ინტერესებს მისდევს რეგიონში, რაც არ შეესაბამება თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს და ეს აშკარაა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, თურქოლოგმა რუბენ მელქონიანმა.

”ერთი მხრივ, თურქეთი მტრული ქვეყანაა ჩვენთვის, მეორე მხრივ, რუსეთი ჩვენი მოკავშირეა. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები საპირისპირო პოლუსებზეა. აუცილებელია მაქსიმალურად იქნას გამოყენებული სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე პოზიტიური შესაძლებლობები, განსაკუთრებით 9 ნოემბრის განცხადების ხელმოწერის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გააფართოვა თავისი ყოფნა და დაიწყო სამშვიდობო მისიის განხორციელება არცახში”, -აღნიშნა ექსპერტმა.

მელქონიანმა შენიშნა, რომ მტრის დანაშაულები უპასუხოდ დარჩა, ხოლო ომის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენმა მოკავშირემ, ამიტომ საზოგადოების სწორი აღქმა და შეფასება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

,,ამავდროულად სომხეთ-რუსეთის სამეკავშირეო ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული აქტიური აგიტაცია მიმდინარეობს, ამის გამო ექსპერტების სწორმა შეფასებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოების დაკვალიანების საკითხში. რასაკვირველია, ყველაფერი უნდა იქნას განხილული სახელმწიფო ინტერესების წრეებში, და სწორედ ამაზე  დაყრდნობით უნდა აშენდეს ორმხრივი ურთიერთობები“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button