საზოგადოება

თურქეთის მოქალაქე სტეპანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი გადაეცა რუსეთის სამშვიდობო ძალებს: ოფიციალური

სტეპანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქეთის მოქალაქე,  რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, იგი გაწერეს და გადასცეს რუს სამშვიდობოებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა არცახის  რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ.

”18 მარტს, 17:09 საათზე, არცახის  რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს” სტეპანაკერტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურმა ” მიიღო სატელეფონო ზარი, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული  მეჰმად ესენ ჰასანი  იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში. მას  დაუსვეს დიაგნოზი “მწვავე კორონარული სინდრომი, არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, კარდიოგენური შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი”.

შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს არცახის  რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული იქნა ყველა ზომა. პაციენტი კარდიოგენური შოკიდან გამოიყვანეს, ჩაუტარეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში,  სადაც ის 19 მარტის 13:00 საათამდე დარჩა.

„სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, იგი გაწერეს და გადაეცათ რუსეთის სამშვიდობო ძალებს”, – იტყობინება მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტრო.

მანამდე „Sputnik სომხეთმა“, საინფორმაციო  წყაროს მითითებით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელი გულის შეტევით გადაიყვანეს სტეპანაკერტის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მან გაიკეთა გულის ოპერაცია და კორონარული სტენტირება.

ნახეთ მეტი
Back to top button