პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი რეგიონული კომუნიკაციების გახსნას სასარგებლოდ მიიჩნევს, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნერქინ ბაზმაბერდის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე რეგიონული კომუნიკაციებისა და გზების გახსნაზე ისაუბრა. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, კომუნიკაციების გახსნა სარგებელს მოუტანს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

”ჩვენ წინ უნდა წავიდეთ,  წინსვლის ეს გზა არის ის, რაზეც დღეს მსჯელობენ. საუბარია რეგიონული კომუნიკაციებისა და გზების გახსნაზე. ნუ დაიჯერებთ, თუ ვინმე ამბობს, რომ გზების გახსნა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არის სასარგებლო. თუ ვინმე ამბობს, რომ კომუნიკაციების გახსნა მხოლოდ სომხეთისთვის არის სასარგებლო, არ დაიჯეროთ. კომუნიკაციების გახსნა, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, სასარგებლოა როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ეს აზერბაიჯანის ინტერესებში შედის, რადგან მას უნდა ჰქონდეს კავშირი ნახჭევანთან. ეს სომხეთის ინტერესს წარმოადგენს, რადგან ჩვენ გვჭირდება  სარკინიგზო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ ბევრს საუბრობენ აზერბაიჯანისთვის ნავთობის მარაგების სარგებელზე.

მან აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის “ზეთი” ხდება სპილენძი, რადგან ელექტროძრავის მქონე მანქანები მსოფლიოში უფრო ფართო მასშტაბით გავრცელდა და შიდა წვის ძრავების მქონე მანქანები საბოლოოდ გაიდევნებიან ბაზრიდან. პრემიერ მინისტრის თქმით, ელექტროძრავის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სპილენძი, ხოლო სომხეთში სპილენძის უზარმაზარი მარაგია. თუ ჩვენ შევძლებთ რკინიგზის გახსნას, მაშინ საშუალება მოგვეცემა შევქმნათ სპილენძის ნადნობი და ამჟამად კი ჩვენ მხოლოდ სპილენძის ნედლეულს ვუკეთებთ ექსპლოატაციას.  

ნახეთ მეტი
Back to top button