ეკონომიკა

როდემდე მიეწოდება რუსული გაზი სომხეთს აზერბაიჯანის გავლით?

გუშინდლიდან რუსული გაზი სომხეთში აზერბაიჯანის გავლით შემოდის. ეს მარშრუტი იმუშავებს 2021 წლის 15 აპრილამდე და დაკავშირებულია ”ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” გაზსადენზე საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან. ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას Sputnik სომხეთს მიაწოდა დსს “გაზპრომ სომხეთის” პრესსამსახურმა.

კომპანიიდან ხაზს უსვამენ, რომ რუსული გაზის მიწოდება ხორციელდება შპს “გაზპრომ ექსპორტსა” და დსს “გაზპრომ სომხეთს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, დსს გაზპრომ სომხეთიბუნებრივ გაზს იღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ  წითელი ხიდისგაზგასაზომ სადგურზე. ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. დსს  გაზპრომი სომხეთი-ს არ არის პასუხისმგებელი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის დაგეგმვაზე  წითელი ხიდისგაზგასაზომ სადგურამდე ”, – ნათქვამია პასუხში.

კომპანია აღნიშნავს, რომ შპს “გაზპრომ ექსპორტისგან” მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის შეცვლა დაკავშირებულია ავარიულ-სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან და სომხეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულებითი ვალდებულებების შესრულებასთან.

რაც შეეხება სომხეთში ბუნებრივი გაზის მარაგებს, სტატიის თანახმად, ისინი სტრატეგიული ხასიათისაა, რომლებიც გამოიყენება გაზმომარაგებისა და რეალიზაციის ყოველდღიური და სეზონური არათანასწორობის მოსაგვარებლად, აგრეთვე ავარიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, და არ არის გათვლილი მსგავსი მოცულობებით მოწოდების  დასაფარავად.

ნახეთ მეტი
Back to top button