ეკონომიკამთავარი

სინამდვილეში რა ხდება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურში? განმარტავს გენერალური დირექტორი

სომხეთის ატომური  ელექტროსადგურის ყოველწლიური წინასწარ დაგეგმილი კაპიტალური რემონტი განხორციელდება 2012 წლის 15 მაისიდან 2 ოქტომბრამდე. ამასტან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა  სომხეთის ატომური  ელექტროსადგურის გენერალური  დირექტორი  ედუარდ მარტიროსიანი.

ბოლო დროს მასმედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება სომხეთის ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დახურვის საკითხი და პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ   სადგურის გაჩერების შესახებ.

მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში ატომური ელექტროსადგური  აგრძელებს ფუნქციონირებას 407.5 მეგავატიანი პოზიციური სიმძლავრით, დღეში გამოიმუშავებს 10 მილიონ კვტ-მდე   ელექტროენერგიას.

”საჭირო აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი უკვე შეძენილია, მათი მონტაჟი 15 მაისს დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამუშაოების უმრავლესობა განხორციელდება  სომხეთის მთავრობის მიერ, რომელიც გასწევს  63,2 მილიარდ დრამ ხარჯს ბიუჯეტური  სესხის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ატომური ელექტროსადგურის  მუშაობის უწყვეტობას, მოხდება აეს-ის  თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და მისი  უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდა”, – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.

პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება  სომხეთის რესპუბლიკის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ კომიტეტის სპეციალისტებს, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ მუშაობას.

ნახეთ მეტი
Back to top button