მთავარისაერთაშორისო
ჯავახეთში გაიხსნება კიდევ სამი “ArMat” ლაბორატორია

ხელი მოეწერა შეთანხმებას “ჯავახეთისთვის მხარდაჭერის” ფონდსა (JFC) და მოწინავე ტექნოლოგიურ საწარმოთა კავშირს (UITE) შორის, რომლის თანახმად, უახლოეს თვეებში კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობით ჯავახეთის დასახლებებში – წყალთბილა, ოლავერდი და ნინოწმინდა, დაგეგმილია საინჟინრო ლაბორატორიების ,,არმათ“-ის გახსნა.
როგორც „არმენპრესს“ აცნობეს “ჯავახეთისთვის მხარდაჭერის” ფონდიდან, თანამშრომლობის შედეგად 250-მდე ბავშვს შეეძლებათ უფასოდ მიიღონ მონაწილეობა საინჟინრო კურსებში.
ამჟამად, ,,არმათის“ საინჟინრო ლაბორატორიები უკვე ფუნქციონირებს ჯავახეთის 4 დასახლებაში (ახალქალაქი, ჰეშტია, დამალა, ახალციხე).