
აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ (USCIRF) გამოაქვეყნა ანგარიში აზერბაიჯანში 2020 წელს რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2019 წლის ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოვლენებს ეხება. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისში USCIRF- ის მისია ეწვია აზერბაიჯანს ადგილზე არსებული სიტუაციის გადახედვის მიზნით. მოხსენებაში აგრეთვე იყო დებულებები გასული წლის ბოლოს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამხედრო კონფლიქტის შესახებ.
კომისიის თანახმად, აზერბაიჯანში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა კვლავ პრობლემურია. კერძოდ, 2009 წლის „რელიგიური თავისუფლების შესახებ“ კანონის გამო. ხელისუფლებას არ სურს მისი ხელხლა განხილვა.
მოხსენების თანახმად, 2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღსა და აზერბაიაჯნს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლების დროს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა ქ. ღაზანჩეცოცის ეკლესიის მიზანმიმართულ დაბომბვაში. მოხსენების თანახმად, ეკლესია ორჯერ მოხვდა პირდაპირი დაბომბვის ქვეშ, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ეკლესიის სახურავი და შიგნიტა მხარე. ეს უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მისცეს, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
მოხსენების თანახმად, პრეზიდენტმა ალიევმა დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ ამ ადგილას შენარჩუნებული იქნებოდა ქრისტიანული მონასტრები, მაგრამ ზოგიერთი ისტორიული ადგილი, როგორიცაა სასაფლაო ჰადრუტის სომხური ეკლესიის მახლობლად, განადგურებული იქნა. კომისია იხსენებს, რომ ნოემბრის ბოლოს გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულმა ორგანიზაციამ მოითხოვა ამ ადგილებში ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნება და შესთავაზა მისიის გაგზავნა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციისთვის, მაგრამ აზერბაიჯანის დღემდე ტავს არიდებს ამ შეთავაზებას და ყველანაირად ცდილობს არ დაუშვას მისია მთიან ყარაბაღში.