პოლიტიკა

170 ახალი შემთხვევა, 396 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 396, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 993, PCR-ით – 3 192.

საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 277650 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 270369-ა, ხოლო გარდაიცვალა 3710 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,75%, ბოლო 14 დღის განმავლობაში -1,56%, ხოლო 1,72 დღის – 1,46%.

ნახეთ მეტი
Back to top button