მთავარისაზოგადოება

“Sputnik V” – ის ახალი პარტია გვექნება. რა ეტაპზეა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი?

სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, მალე რუსული “Sputnik V” – ის შემდეგ პარტიას მივიღებთ. ამის შესახებ Sputnik სომხეთთან საუბარში განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

ახლა ჩვენ ვატარებთ მცირე მოცულობით ვაქცინაციებს “Sputnik V” – ით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი რუსი პარტნიორების საჩუქარს. უახლოეს მომავალში მივიღებთ 15,000 დოზას და შემდეგ კვლავ გავზრდით შესყიდვებს, რომ ვაქცინაციები გავაგრძელოთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ვაქცინების შეძენის საერთაშორისო პლატფორმის «Covax facility»-ის მხარდაჭერით სომხეთი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ვაქცინების შეძენაზეც.

კითხვაზე, თუ როგორ წყდება, რომელი ვაქცინა უნდა შეიძინოს სომხეთმა, ავანესიანმა უპასუხა: ”შეიქმნა პროფესიული კომისია, რომელიც განიხილავს სომხეთის წინადადებებს, მიწოდების პირობებს, ვაქცინების ფასებსა და ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომისია აძლევს რჩევას სამინისტროს, თუ რომელი ვაქცინის შეძენა უნდა მოხდეს”.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის კომისიას აქვს დადებითი დასკვნა კომპანია “AstraZeneca” – ს მიერ წარმოებული ვაქცინის შესაძენად. AstraZeneca– ს შესაძენად მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.

ავანესიანმა შეახსენა, რომ სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში, სომხეთში პირველ რიგში, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, 65 წელს გადაცილებულ პირებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, სამედიცინო მუშაკებს, დახურულ დაწესებულებებში მყოფ პირებს და ადგილობრივ სოციალურ მუშაკებს.

”ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება, ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ ვაქცინების შესახებ ინფორმაცია გავაცნოთ მოსახლეობას. ვაქცინაცია განხორციელდება პოლიკლინიკებში, ამბულატორიულ კლინიკებში და ამის შესახებ მოქალაქეებს ეცნობებათ მათი უბნების პოლიკლინიკებიდან ”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის განმახორციელებელი სპეციალისტები გარკვეულ ტრენინგს გაივლიან.

მინისტრს ვკითხეთ, ნებადართულია თუ არა  კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების ვაქცინაცია, რის პასუხად მან აღნიშნა, რომ მსგავსი უკუჩვენება არ არსებობს. ამასთან, ავანესიანის აზრით, ვინაიდან ვაქცინების დეფიციტია ყველა ქვეყანაში, რეკომენდებულია იმ პირთა ვაქცინაცია, ვინც ჯერ კორონავირუსით არ ყოფილა ინფიცირებული, ხოლო როდესაც ვაქცინის წარმოების უფრო მეტი მოცულობა იქნება, მაშინ აცრა ჩაუტარდებათ ინფიცირებულებსაც.

ის ასევე შეეხო იმ საკითხს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებში არ შედიან, მაგრამ სურთ ვაქცინაცია ? ”ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ კერძო კომპანიებმა შეძლონ ვაქცინის შეძენა”, – აღნიშნა მინისტრმა.

ავანესიანს გაუჭირდა იმის თქმა, თუ რა დაჯდება კერძო კლინიკაში ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 891-ით გაიზარდა და გახდა 182 056.

სხვათა შორის, 18 თებერვალს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, ავანესიანმა აღნიშნა, რომ პროფესიულმა კომისიამ დაამტკიცა სომხეთში “Sputnik V”, “AstraZeneca” და “Pfizer” ვაქცინების გამოყენება.

ნახეთ მეტი
Back to top button