ანალიტიკამთავარი

თურქების გამჭვირვალე მინიშნებები – ვის წინააღმდეგ აპირებენ გამოიყენონ “დიდი თურანის” არმია?

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერნეტ – პერიოდულ  გამოცემა Tengrinews.kz – სთან ბოლოდროინდელი ინტერვიუს შემდეგ, კვლავ გააქტიურდა მედიის ინტერესი თურქეთის სახელმწიფოთა სამხედრო –  პოლიტიკური კავშირის შექმნის იდეის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სერგეი შოიგუმ ეს პერსპექტივა სერიოზულად არ მიიჩნია, მან დაადასტურა, რომ ზოგიერთი ძალები მართლაც მუშაობდნენ დიდი თურანის არმიის რეალობად ქცევის მიზნით. ვინ უწევს კოორდინაციას  ამ ძალისხმევას, ვის წინააღმდეგ აპირებენ გამოიყენონ  “თურანის არმია”?  „Sputnik სომხეთის“  ავტორმა  სცადა ამ კითხვებზე პასუხის პოვნა.

“თურანის არმიის” შექმნის მცდელობისადმი დამოკიდებულების შესახებ კითხვა, რომელიც დაუსვეს შაიგუს, განსაკუთრებულ აზრს იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 30 მარტს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. საქმე იმაშია, რომ თურქული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების შესაძლო გაერთიანების შესახებ ჭორები გავრცელდა ყაზახეთის დედაქალაქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ (სხვათა შორის, ეს ვიზიტი შედგა არცახის  ომის დღეებში ) იმ დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალმა ჰუსული აკარმა ყაზახ კოლეგას შესთავაზა, რომ სერიოზულად განიხილოს ხუთი თურქული სახელმწიფოს ჯარების რესურსების გაერთიანება.

თუმცა თავდაცვის სამინისტრომ უარყო ჭორები, მაგრამ ექსპერტთა საზოგადოება კვლავ განიხილავს ამ თემას.

სერგეი შოიგუმ “დიდი თურანის” არმიის შექმნის ჰიპოთეტურ გეგმებზე საუბრისას საკმაოდ მორიდებული პასუხი გასცა. მან მხოლოდ ის ხაზი გაუსვა, რომ იდეა იმდენად საეჭვოა, რომ ძნელია იმ ადამიანებს, ვინც მას უწყობს ხელს, პოლიტიკოსები უწოდო.

მინისტრმა დაადასტურა, რომ თურქეთში მართლაც არსებობენ მოღვაწეები, რომლებიც არა მხოლოდ ოცნებობენ თურქეთის სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაზე, არამედ “ცდილობენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასვა კითხვა, რისთვის და ვის წინააღმდეგ, მაგრამ ამ კითხვას  პასუხი არ მოყოლია. შევეცადოთ თავად მოვიძიოთ პასუხი, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ “თურქულენოვანი ხალხი რუსეთშიც ცხოვრობენ და ისინი საკმაოდ ბევრი არიან”.

გავბედავ  ვივარაუდო, რომ ინიციატივის ავტორების აზრით, მეორე მიზანი (სომხეთის შემდეგ) რუსეთი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ზარდუშტ ალიზადემ განაცხადა, რომ ჭორები “დიდი თურანის არმიის” შექმნის შესახებ ხორციელდება “მოწინააღმდეგეების, მათ შორის რუსეთის შესაშინებლად”.

“დიდი თურანის” შექმნის იდეა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა თურქულენოვანი მოსახლეობიტა და იმ ტერიტორიის სიდიდით, რომლებიც მათ უჭირავთ.  

თათრებს, ბაშკირელებს, ჩუვაშებს, ალთაებს, ტივატებს, კაკასებს, იაკუტებს, ყარაჩაიებსა და ბალკანელებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო ორგანიზაციები რუსეთის ფედერაციაში. დავამატოთ ყირიმის თათრები, მესხი თურქები, ყარაიმები, კუმიკები, ნოღაელები, დოლგანები, შორცები … მხოლოდ 20-ზე მეტი ეროვნებანი, სულ მცირე 15 მილიონი მოსახლეობით. თანამედროვე პანთურქიზმის იდეოლოგები ირწმუნებიან, რომ თურქები რუსეთის მოსახლეობის 16,9% -ს შეადგენენ. (მათ შორის რუსეთში მცხოვრები ყაზახები, ყირგიზები, უზბეკები და აზერბაიჯანელები).

ანკარაში ყველა ეს ადამიანი განიხილება, როგორც იარაღი, რომელიც საჭიროა მათი საეჭვო იდეის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ამის შესახებ პირდაპირ არ არის ნახსენები. ამასთან, თურქი იდეოლოგების ზოგიერთ საჯარო გამოსვლაში საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებები ისმის. ვაანალიზებ ერთ-ერთ მათგანს.

თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულჰალუქ  ჩაიმ, ბაქოში „თურქული სახელმწიფოების თანამშრომლობის ასოციაციის“  საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბაქოში დამფუძნებელ ყრილობაზე თქვა, რომ ” მსოფლიოში მცხოვრები 300 მილიონი თურქი უნდა  ლაპარაკობდეს ერთდაიმავე  ენაზე, ჰქონდს საერთო ეკონომიკა და აწარმოოს საერთო პოლიტიკა“.

ასევე თავი გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: ”ჩვენ გვაქვს მისი განხორციელების ნება. თუ ჩვენ ეს  არ გამოგვივა დამნაშავეები ვიქნებით მომავალი თაობების წინაშე … ”

300 მილიონი ადამიანი უნდა შეიკრას ერთ მუშტად. ვინ არიან ისინი, ეს 300 მილიონი? საიდან გაჩნდა ეს რიცხვი? თურქულენოვანი ქვეყნების საერთო მოსახლეობა ხომ 170 მილიონს არ აღემატება. ამიტომ, ”თურქული ძმობის” ინიციატორები არ აპირებენ შემოიფარგლონ ანკარაზე, ბაქოზე, უზბეკეთზე, თურქმენეთზე, ყაზახეთზე და ყირგიზეთზე თავიანთი გავლენის გავრცელებით.

ამრიგად, თანამედროვე პანთურქიზმის იდეოლოგები აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ევროპაში ისინი ფსონს ჩადიან არა მხოლოდ ჩრდილოეთ კვიპროსის სეპარატისტებზე, არამედ ბოსნიელ მუსლიმებზე, აგრეთვე ბულგარელ-ბერძენ თურქებზე. უფრო მეტიც, უნგრელებსაც  კი უპირებენ თავიანთ თამაშებში ჩათრევას  მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი წინაპრები გუნები იყვნენ. მოლდოვაში ისინი გაგაუზებთან  მუშაობენ. საქართველოში  ეყრდნობიან  ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ირანში მათ განკარგულებაში არიან აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანში მცხოვრები თურქები.  ერაყში და სირიაში თურქმენებს აფუძნებენ, ავღანეთში ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივი უზბეკური კლანების ხელმძღვანელებთან.

ჩინეთში აქეზებენ თურქულენოვან უიგურებს. მონღოლებს ზოგადად თავიანთად  თვლიან. მათ ხომ თურქებთან საერთო წინაპრები ჰყავთ. ამრიგად, მინიმუმ 15 სახელმწიფოს მოქალაქეები უნდა იყვნენ გაერთიანებული  “თურქული საძმოს” ინიციატორების მიერ განსახორციელებლი პროგრამებით. ამასთან, როგორც ჩანს, პანთურქისტების ინტერესების ქვეშ შემავალი ქვეყნების ლიდერები  საფრთხეს ჯეროვნად ვერ  აფასებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button