მთავარიპოლიტიკა

თურქული სასკოლო სახელმძღვანელოები სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ ჯიჰადსა და ნეო-ოსმალიზმზე

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის დროს, თურქული სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაფუძნებული არიან საერო დოქტრინაზე,  სულ უფრო აქცენტირებენ რელიგიურ კონცეფციებს, წერს ანალიტიკოსი ჯეიმა დორსი სტატიაში, რომელიც ეფუძნება Eurasiareview–ის ნომერ 28 სტატიების ანალიზს.

ისრაელის სამეცნიერო ჯგუფი და ბრიტანეთის ჰენრი ჯექსონის ფონდი  ,,სასკოლო განათლების სფეროში მშვიდობისა და კულტურული ტოლერანტობის მონიტორინგის ინსტიტუტის“ შესახებ ანგარიშში აცხადებენ, რომ თურქეთის სასწავლო პროგრამა მოიცავს ანტიამერიკულ და ანტისომხურ განწყობებს, და “მოსწონს ისლამური სახელმწიფოსა და  ალ ქაიდას წამქეზებელი მიზეზები”. აქცენტს აკეთებს მხოლოდ სუნიტურ მუსლიმურ სწავლებებზე და ისეთ საგნებს, როგორიცაა ქურთული ენა, ცვლის რელიგიური გაკვეთილებით.

სახელმძღვანელოებში მოცემულია ისეთი ცნებები, როგორიცაა “თურქული სამყაროს დომინირება” და თურქული ან ოსმალური “მსოფლიო წესრიგის იდეალი”.

”განათლება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძირითადი საყრდენია ქვეყნის შარიათის მოსასხამში გასახვევად … განათლების სამინისტრო ზეწოლას ახდენს მოქალაქეებზე, რომ დაიცვან ისლამური პრაქტიკა საჯარო სკოლებში”, – აღნიშნავს თურქი მეცნიერი სონერ ჩაგათაი.

კრიტიკოსები ამ ტენდენციას უკავშირებენ ერდოღანის ისლამისტურ მიდრეკილებებსა და ,,მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერას, რომლებმაც 2013 წელს ეგვიპტიდან დეპორტაციის შემდეგ თავშესაფარი ჰპოვნეს  სტამბულში.

ერდოღანმა, ისლამური იდეოლოგიის ერთგულმა მხარდამჭერმა, სახელი გაითქვა  მუსლიმური უმრავლესობის მქონე სხვადასხვა ქვეყნების ქუჩებში.

ამასთან, თურქეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში ებრაელებისა და ქრისტიანების ურწმუნოებად ხსენება, შეიძლება კარგად შეეთანხმოს მუსლიმთა საზოგადოებრივი აზრის ნაწილებს, მაგრამ ეჭვქვეშ დგება რიტორიკის შერბილებისა და უფრო შესაფერად და კონსტრუქციულად მოჩვენების მცდელობები.

ნახეთ მეტი
Back to top button