მთავარიპოლიტიკა

რა ეტაპზეა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ხელშეკრულების შესრულება?

სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრ მჰერ გრიგორიანის თავმჯდომარეობით მთავრობაში გაიმართა უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც კოორდინაციას უწევდა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებისა და “სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” შესრულების უზრუნველსაყოფ ღონისძიებებს. ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური.

”სხდომაზე გაცხადდა ტრანსპორტის, სამთომოპოვებითი, გარემოს დაცვის და პოლიციის სფეროებში ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების საგზაო რუქით 2020 და 2021 წლებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების სტატუსი და განხორციელების პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გაცვალეს მოსაზრებები დაგეგმილ რეფორმებზე. განიხილეს ევროკავშირის დირექტივების შესაძლო გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის სამართლებრივი საფუძველი 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებაა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2021 წლის 1 მარტიდან.

2018 წლის 2 ივლისს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახლა შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას უწევს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებისა და “სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” შესრულების უზრუნველსაყოფ ღონისძიებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button