მთავარისაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 299 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი ვირუსისგან 270 668-მდე ადამიანი განიკურნა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ვირუსის 3 714 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების შედეგად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,53%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1,61%, ხოლო 7 დღის – 1,82%.