მთავარიპოლიტიკა

სომეხი ტყვეების მიმართ დამოკიდებულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია – ანა ნაღდალიანი

სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება ლაპარაკობს მის სისტემურ ხასაითზე. სომეხი სამხედრო ტყვეები  კვლავ ტყვეობაში რჩებიან,  ამ უკანასკნელების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და წამება შეიძლება გაუტოლდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ასე გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი „Human Rights Watch“- ის მოხსენებას სომეხი ტყვეების შესახებ.

როგორც უკვე განვაცხადეთ, „Human Rights Watch“-მა  დააფიქსირა სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულები და წარმოადგინა მოხსენებაში.

„The Human Rights Watc“- ის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევები ხდება სამხედრო ტყვეების მიმართ, რასაც თან ახლავს სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა ან წამება.

”მოხსენებაში ნათქვამია, რომ მრავალი სომეხი  ჯარისკაცი ბოლოს   ნახეს აზერბაიჯანში დატყვევებული, მაგრამ აზერბაიჯანს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ეს მოწმობს ფართომასშტაბიან ძალადობრივი გაუჩინარების ალბათობაზე,  არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებში, არამედ ტყვედ ჩავარდნილ მშვიდობიან მოსახლეობაშიც”, – თქვა ნაღდალიანმა.

მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამყარებიდან ოთხი თვის შემდეგ, დაკავებულნი არიან სომეხი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო მძევლები, რითაც  აზერბაიჯანი განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევას.

ნახეთ მეტი
Back to top button