
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის 19 მარტის სხდომაზე სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის სპეციალური ვიდეოგზავნილი გავრცელდა, რომელიც შეიცავდა მონაცემებს 2020 წ. სექტემბერ-ნოემბრის ომის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თუ როგორ ატარებდნენ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკას. ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან გვაცნობეს.
ვიდეოგზავნილში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებს ანტი-სომხურიზმის პოლიტიკა, რასაც დახმარებას უწევენ კულტურის, სპორტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეები. ყოველივე ეს ემყარება ობიექტურ მტკიცებულებებს.
ვიდეოში ხაზგასმულია, რომ 27 სექტემბრის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის მედიასა და სოციალურ ქსელებში განხორციელდა მონიტორინგი მასობრივი სიძულვილის, მკვლელობის, ძალადობისა და წამების მიმართულებით, რაც ასევე სომეხ ბავშვებზეა გათვლილი. სომხების წინააღმდეგ ეთნიკური დანაშაულები აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წაახალისა, რაც დადასტურებულია ადამიანთა უფლებების ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით.
აღინიშნა, რომ ასეთი ვიდეოს გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ნაციონალურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ “A” საერთაშორისო სტატუსი.