
,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ სომეხი ვლოგერი გუინ დალერა, რომელიც ახორციელებს სომხეთსა და არცახში მისი ყველა მოგზაურობის გადაღებას, ომის შემდეგ პირველად გაემგზავრა არცახში.
ვიდეო ომის შემდეგ არცახში დალერას პირველი ვიზიტის შესახებ იწყება “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალ არცახში” ფირნიშით.
”მე ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამ იმ ქვეყნისკენ, რომელიც მუდამ ჩემს გულში ცხოვრობს. ქვეყანა, რომელიც სავსეა სიცოცხლით, მაგრამ სადაც ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ ჩემი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ”, – აღნიშნა გუინ დალერამ ვიდეოს პირველ კადრებში.
შემდეგ ჩვენ ვხედავთ არცახში მიმავალი გზის კადრებს. ყველგან ჩანს ომის კვალი. გუინი და მისი მეგობრები სურათს იღებენ “სმერჩერებისა” და ტანკების გვერდით.
ჯგუფი ჩერდება სტეფანაკერტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ცენტრში «For rest»-ში, სადაც არის კომფორტული კოტეჯები, კარვების გაშლის შესაძლებლობა, დიდი კოცონი და … მრავალი ცხენი.
ერევნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ხვდება არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი. იგი მადლობას უხდის არცახში ჩასვლისთვის.
”გმადლობთ, რომ ახლა აქ ხართ, თქვენი ქმედებით აჩვენეთ, რომ არცახი ცოცხალია, ის განაგრძობს ცხოვრებას. იმედი მაქვს, თქვენ ტურიზმის სეზონს გახსნით”, – ამბობს პრეზიდენტი არაფორმალურ გარემოში.
შემდეგ დალერა გვიჩვენებს, თუ როგორ დადის მეგობრებთან ერთად სტეფანაკერტის ღირსშესანიშნაობებში. ისინი სტუმრობენ ბაზარს, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, თითქოს ომი არ იყო. ქალები აცხობენ პურს ჟენგალით, მყიდველები ფასს კითხულობენ.
შემდეგ ჯგუფი სეირნობს ფეხბურთის მოედანზე, სადაც ასევე ჩანს ომის კვალი. კადრებში ასევე ვხედავთ, როგორ თამაშობენ ბავშვები ერთ-ერთი სკოლის ეზოში.
”ომის დროს ეს სკოლა ბევრჯერ დაბომბეს. მაგრამ ახლა კი ის სიცოცხლით სავსეა“,-ამბობს გუინი.
ვიდეოს ბოლო კადრები ყველაზე აღმაფრთოვანებელია. სტეფანაკერტის ერთადერთ ბარში, სახელწოდებით “ბარდაკი”, ერევნისა და სტეფანაკერტის ახალგაზრდები ერთად ცეკვავენ. ისმის “ჯან, ხოროტიკი”, ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები თავიანთი ცეკვით აჩვენებენ სომხური კულტურის მთლიან სილამაზეს და განუყოფელ სიცოცხლისუნარიანობას.
უნებლიეთ იხსენებთ სომეხთა გენოციდის დროს თურქების მიერ მოკლულ გასპარ ჩერაზის ვაჟის -ვაჰან ჩერაზის სტრიქონებს: ”როგორც წყლებმა არ დაახრჩო არარატი, ასევე სისხლი არ დაახრჩობს სომეხ ხალხს”.