მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა ამ ქვეყანაზე სომეხი ტყვეების საკითხის გამო – HRW დირექტორის მოადგილე

  აზერბაიჯანის საერთაშორისო პარტნიორებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ქვეყანას, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ცუდად მოექცნენ  და აწამეს სომეხი სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის Human Rights Watch-ის  დირექტორის მოადგილემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეიჩელ დენბერმა, „არმენსპრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, Human Rights Watch- მა დააფიქსირა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო პატიმრების მიმართ ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და წამების შემთხვევები, როგორც მათი დაკავების დროს, ისე მათი გადაყვანისა  და საპატიმროებში დაყოვნების  დროს.

ჩვენ ასევე აღვრიცხეთ სამოქალაქო პირების წამების შემთხვევები. ეს არის ჟენევის კონვენციების სერიოზული დარღვევები, რაც ომის დანაშაულის ტოლფასია. აზერბაიჯანის საერთაშორისო პარტნიორებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ მთავრობაზე, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში იქნენ მიცემული. ეს უნდა გაკეთდეს აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, ასევე მრავალმხრივ პლატფორმებზე, მათ შორის გაეროში, ევროსაბჭოსა და ეუთო-ში”, – თქვა რეიჩელ დენბერმა.

მან აღნიშნა, რომ Human Rights Watch- ს არ შეუძლია დაადასტუროს აზერბაიჯანის ან სომხეთის მხრიდან ბრალდებები დაკავებულთა რაოდენობის ან სტატუსის შესახებ. ამასთან, დაკავებულთა სტატუსის მიუხედავად, აზერბაიჯანი ვალდებულია უზრუნველყოს  სათანადო პირობები, რათა არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ნახეთ მეტი
Back to top button