საერთაშორისო

თბილისმა აირჩია ევროპა აზერბაიჯანის ნაცვლად

საქართველომ განაცხადა, რომ აპირებს დააკავშიროს თავისი ელქსელები ევროპასთან შავი ზღვის ფსკერით. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა სრულად დააფინანსოს წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა.

მსგავსი იდეა გაჩნდა რამდენიმე წლის წინ და აღშფოთება გამოიწვია მეზობელ აზერბაიჯანში, რომელიც ამჟამად ელექტროენერგიის ერთ – ერთი მიმწოდებელია საქართველოში და აპირებს გახდეს არა მხოლოდ ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელი საქართველოში, არამედ მისი ენერგორესურსების ექსპორტის პასუხიმგებელიც.  ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭა ევროპულ პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება არა ტრანზიტის ექსპორტიორი, არამედ ელექტროენერგიის იმპორტიორი.

ამრიგად, თბილისის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყანაზე  მნიშვნელოვნად შემცირდება.

აზერბაიჯანულმა მედიამ  უკვე განგაში ატეხადა აღწერს აფშერონის ელექტროენერგიის ყველა “პლიუსს”, რომელზეც საქართველო უარს ამბობს.

ნახეთ მეტი
Back to top button