
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომლის დროსაც განხილული იქნა სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს.
საუბრისას შეეხნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და მასშტაბური რეფორმების პროგრამებს. ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა და ვალერი გერასიმოვმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მაღალი რანგის დელეგაციის სომხეთში მომავალი ვიზიტის შესახებ, რათა აღნიშნულ საკითხებზე უფრო დაწვრილებითი სახის მოლაპარაკებები იქნას გამართული.